სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა არის უბრალოდ გადმოგდებული ძვალი კრიტიკოსებისთვის

.fb-comments,.fb-comments span,.fb-comments span iframe[style]{min-width:100%!important;width:100%!important}

შალვა თადუმაძე უახლოს მომავალში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს ჩაიბარებს. დადასტურებულია, რომ ქვეყნის გენერალური პროკურორი საგამოძიებო უწყებას ტოვებს და სასამართლოში ინაცვლებს.

ის უკვე იმ სიაშია, რომლის შესახებაც იუსტიციის საბჭომ გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს. ფარულად ხმის მიცემის შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების რაოდენობა 50-მდე უნდა შემცირდეს.

პროცესს უნდობლობას უცხადებენ საბჭოს არამოსამართლე წევრები. ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე აცხადებენ, რომ პრიორიტეტი ისევ ე.წ. კლანი და მათი ფავორიტი კანდიდატებია.

„სკეპტიციზმი ამ პროტესტისადმი მაქვს იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი არ გაკეთა, რომ დაებალანსებინა, შეებოჭა კლანის ძალაუფლება იუსტიციის საბჭოში. მეოთხე ტალღა არის უბრალოდ გადმოგდებული ძვალი კრიტიკოსებისთვის, რომელიც კოსმეტიკურად ცდილობს, სიტუაცია შეასწოროს, თორემ სინამდვილეში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი არის დომინანტი,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *