ევროპის რეგიონული ასამბლეა საქართველოს შესახებ

ევროპის რეგიონული ასამბლეის ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ სტატია გამოქვეყნდა, სადაც მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევენ. ასამბლეაში ევროპის ქვეყნების 35 რეგიონი, მათ შორის აჭარა და იმერეთია გაწევრიანებული.

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოს უნიკალური და უძველესი კულტურით მემკვიდრეობა აქვს, ეს ქვეყანა სტუმართმასპინძლობით და სამზარეულოთი გამოირჩევა.

მდიდარი ბუნებით მიმზიდველი საქართველო საუკეთესო ადგილია თავგადასავლების მოყვარულთათვის.  ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანა, სადაც შეგიძლიათ იმოგზაუროთ როგორც   ნახევრად უდაბნოებში, ასევე სუბტროპიკულ  და ალპურ ზონებში.

სხვადასხვა ადგილების მოსანახულებლად  ლაშქრობის, თხილამურისა და ველოსიპედის მოყვარულებს საქართველოში დიდი არჩევანი აქვთ.  საქართველოში სამი კულტურული ძეგლია, რომელიც UNESCO-ს  მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. საქართველოს აქვს ღვინის მომზადების დიდი კულტურა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მრავალფეროვანი კულინარიული ტრადიციები აქვს. ამ ქვეყანას სახელმწიფოებრივობის 3 000 წლოვანი ისტორია აქვს. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია, რომ ადამიანის დასახლების უძველესი ნაშთები საქართველოშია ნაპოვნი, რომელიც 1.7 მილიონი წლით თარიღდება. ეს ნიშნავს, რომ საქართველო პირველი ევროპელების სამშობლოა.“

სტატიის ბოლოს მკითხველს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდის დათვალიერებას ურჩევენ, რომ საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ, ფოტო გალერეა დაათვალიერონ და ვიდეო რგოლები იხილონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *