კახა კალაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს

თბილისის მერი კახა კალაძე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიმარტვას ავრცელებს:

“ჩვენ ვამაყობთ,რომ 2012 წლიდან მოყოლებული გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება.ცხადია,ამ პროგრესს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ ეგუებიან და

ყველა საშუალებით ცდილობენ სიტუაციის არევას.
ჩვენ გვაქვს შეცდომები ამ განვითარების რთულ გზაზე,უშეცდომო არავინაა. დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება,კანონმორჩილების დამკვიდრება და ანგარიშვალდებულება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან,ასევე პარტნიორებთან,უადვილებს სხვადასხვა დესტრუქციულ ძალას ამ პროცესში არეულობის შეტანას.
ბოლო პერიოდში მომრავლებული პროვოკაციების რეკორდი მოიხსნა გუშინ. თუმცა,აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ უმსგავსო საქციელის გამო კერძო არხის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის!ეს არის სწორედ ის,რაც ამ დესტრუქციულ ძალებს სურთ.

ეს პროვოკაცია სწორედ ამისკენ იყო მიმართული,რომ საზოგადოების იმპულსური პროტესტი რამენაირად მედიაზე ზეწოლად გაესაღებინათ.
ჩვენი-მოქალაქეების და ხელისუფლების გამოწვევაა,როგორც ვიცავდით წესრიგს და გამოხატვის თავისუფლებას რუსთაველის პროსპექტზე ამ ბოლო დღეების მანძილზე,ეს მოცემულობა შევინარჩუნოთ.

არ მივცეთ სხვადასხვა მოთხოვნებით გამოსულ მომიტინგეებს დაპირისპირების და რაც მთავარია, კანონდარღვევის საშუალება. მეგობრებო,ნორმალურ საზოგადოებაში,ქვეყნის მოყვარული ადამიანები თავისი სიტყვის თავისუფლებას სხვისი თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე არ იცავენ.
ნუ გავახარებთ შინაურ თუ გარეულ მტერს !”– ნათქვამია მიმართვაში.

#wpdevar_comment_1 span,#wpdevar_comment_1 iframe{width:100% !important;}

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *