რა მოთხოვნები აქვს ლევან ვასაძეს?

ლევან ვასაძემ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე, პარალმენტის წინ ორი მოთხოვნა გააჟღერა. მისი თქმით, იმისთვის, რომ მათი შეკრება ლოგიკურ შედეგამდე მივიდეს აყენებენ ორ მოთხოვნას: გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და შემუშავდეს გარყვნილების საჯარო პროპაგანდის ამკრძალავი კანონი.

ლევან ვასაძემ საკუთარ გამოსვლაში რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ რამდენიც არ უნდა „იჭიჭყინონ“ , მათ ვერავინ გააჩუმებს.

„სახელმწიფო გადატრიალებას რომ აპირებდნენ, აი ის ხალხი, რომ ჭიჭყინებს და ჩვენ რომ გვაბრალებენ ძალადობას და გინებას. ნახეთ მაგათი ტოლერანტობა, როგორც კი ჩვენ ვლაპარაკობთ, სასტვენებში უსტვენენ. ცდილობენ, რომ სიტყვა გაგვაწყვეტინონ, მაგრამ ვერ გაგვაჩუმებენ. რამდენიც არ უნდა უსტვინონ. ჩვენ მაინც აქ ვიქნებით და სათქმელს ვიტყვით”“,-განაცხადა ლევან ვასაძემ.

#wpdevar_comment_1 span,#wpdevar_comment_1 iframe{width:100% !important;}

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *