“რუსეთი არ ერევა და არ აპირებს სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევას” – ვლადიმერ პუტინი

პუტინის მოწოდება

“რუსეთი არ ერევა და არ აპირებს სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევას”- ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა იტალიურ გაზეთთან ინტერვიუს დროს გააკეთა. რუსეთის ლიდერის მტკიცებით, სწორედ ესაა პრინციპული განსხვავება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის.

პუტინმა რუსეთის მიერ შეერთებულ შტატებში და ევროკავშირის ქვეყნებში არჩევნებში ჩარევის ბრალდებებს აბსურდული და რიგითი ევროპელების თვალში რუსეთის “დემონიზაციის“ მცდელობა უწოდა.

ამავე ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა კიევთან მოლაპარაკებების დასაწყებად, იმ შემთხვევაში, თუ ვლადიმირ ზელენსკი წინასაარჩევნო დაპირებებს შეასრულებს. მისი თქმით, ზელენსკიმ დონბასში უკრაინის მოქალაქეებთან პირდაპირი კონტაქტის დამყარების პირობა დადო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *