ტუსკმა და ბახტაძემ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებზე იმსჯელეს

საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია,რომელიც თავისუფლებასა და გამბედაობასთან ასოცირდება.

ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. 

მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვისმადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება აფასებს იმ გზავნილებს, რომლებიც დონალდ ტუსკისგან მოისმინა.

მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე და აღნიშნეს, რომსაქართველო ამ პლატფორმის ლიდერი ქვეყანაა.

ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელმაც საქართველომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიაღწია, მათ შორისასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმების, ასევე საქართველოს მოქალაქეებისუვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული გზა არ არის მხოლოდპოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანი, რომელიც ფასეულობებს ეფუძნება.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობასა და იმ ფორმატებზე, რომლებიც ამ პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული “ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა”.

საუბარი შეეხო უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობას და შავი ზღვის უსაფრთხოების როლს საერთო ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

პრემიერ-მინისტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნებისადმი საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა და ხაზი გაუსვა მეტის გაკეთების აუცილებლობას. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ორმხრივ ურთიერთობებში მუხტის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და საჭიროა ახალი, დამატებითი შესაძლებლობები გამოინახოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის.

მხარეებმა შეხვედრისას ყურადღება დაუთმეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულმდგომარეობას და საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას  – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”. ევროკავშირის საბჭოსპრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერასსაერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *