ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ახალ ათონში საქართველოს მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული ბეგლარ შაქროს ძე წილოსანი დააკავეს.

ინფორმაცია დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

„საქართველოს მოქალაქე არასწრულწლოვან, 2015 წელს დაბადებულ ქალიშვილთან ერთად, ცდილბდა უკანონოდ გადაელახა აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვარი, გალის რაიონის სოფელ საბერიოსთან. გოგონას ასაკის და ჟენევის დისკუსიის ფორმატის გათვალისწინებით, ის ევროკავშირის სამშვიდობო მისიის თანდასწრებით, ენგურის ხიდზე, დედას თამარ გოგსაძეს გადასცეს. დაკავებული მამაკაცი კი გალის იზოლატორში მოათავსეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *