პრემიერმა ბულგარეთის ვიცე-პრემიერთან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყების პერსპექტივა განიხილა

საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია,- ამის შესახებ ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინა ზაჰარიევამ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში არსებულ მიღწევებს, საქართველო-ბულგარეთის ორმხრივ ურთიერთობებს და სავაჭრო-ეკონომიკურიკავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობა.

ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში, რომელიც აპრილში გაიმართა.

განიხილეს თბილისსა და სოფიას შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების პერსპექტივა, რაც ხელს შეუწყობსხალხთაშორისი კონტაქტების განვითარებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას.

ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი დააღნიშნა, რომ  ეს კურსი როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში გაგრძელდება.

შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და უსაფრთხოებისკუთხით არსებულ გამოწვევებს.

პრემიერ-მინისტრმა ბულგარეთის ვიცე-პრემიერს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისა და საქართველოსმხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *